პროექტი ,,მე და ჩემი მეორე მე"
2022 წლის ოქტომბერში შინდისის საჯარო სკოლაში დაიწყო პროექტის ,,მე და ჩემი მეორე მე“ განხორციელება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს არაფორმარულ განათლებას, წარმოაჩენს მოსწავლის ინტერესებს, ესთეტიკური და შემოქმედებითი, კვლევა-ძიების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეებს განუვითარებს აღქმის უნარს და ინტელექტს, თანამშრომლობით უნარებს.
პროექტი დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს საზოგადოება ,, ბილიკი." პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას, მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას გორის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთან. პროექტში ერთვებიან გორის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები-დალი ტურაშვილი და ეკა ფურცელაძე. გამოცდილებას უზიარებენ პროექტში ჩართულ მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მონაწილეობას იღებენ შემაჯამებელ ღონისძიებაში.






Comments
Post a Comment